თავში

ცნობილია, იგეგმება თუ არა შეზღუდვების ამოქმედება იმერეთში

ცნობილია, იგეგმება თუ არა შეზღუდვების ამოქმედება იმერეთში

ქუთაისში, იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე შეხვდა. 

მხარეებმა რეგიონში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარება, ლაბორატორიებში და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეაფასეს.

საუბარი შეეხო ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო ტრატეგიებს. მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისგან პირადად მოისმინა, რა გამოწვევების წინაშე არიან იმერეთის რეგიონში კოვიდინფექციის მართვაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები და ლაბორატორიები.

მინისტრის მხრიდან გაკეთდა შეფასებები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად. ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და ამ დროისთვის არანაირი შეზღუდვები არ იგეგმება.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმერეთის რეგიონში სულ 700-მდე საწოლი და 2 ონლაინ კლინიკაა მობილიზებული. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system