თავში

ცნობილია, როდის დაიწყება "სინოვაკით" ვაქცინაცია საქართველოში

ცნობილია, როდის დაიწყება "სინოვაკით" ვაქცინაცია საქართველოში
ცნობილია, როდის დაიწყება სინოვაკით ვაქცინაცია საქართველოში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მომდევნო კვირიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგი ჩინური ვაქცინით, "სინოვაკით" ვაქცინაცია დაიწყება. 

რაც შეეხება რეგისტრაციის თარიღს, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ რეგისტრაციის თარიღი უახლოეს დღეებში დაზუსტდება. 

როგორც გაბუნაიამ განაცხადა, აცრის მსურველი მოქალაქე ინფორმირებული იქნება იმის შესახებ, რომ აღნიშნულ ვაქცინას არ აქვს ჯანმო-ს ავტორიზაცია, თუმცა ის მსოფლიოს 25 ქვეყანაშია ავტორიზებული და აცრილია ათეულობით მილიონი ადამიანი. 

"სინოვაკით ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება. ეს ვაქცინა ჯანმოსგან ავტორიზაციას ელოდება. ექსპერტები კი შუალედურ დასკვნაში მას დადებითად ახასიათებენ. ვფიქრობთ, რომ ავტორიზაცია მალე იქნება. აღნიშნული ვაქცინით აცრა შეეძლებათ 18 წლის ზევით პირებს,"  - განაცხადა გაბუნიამ. 

"სინოვაკის" 100 000 დოზა საქართველომ ჩინეთის მთავრობისგან საჩუქრად მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system