თავში

უბედური შემთხვევა რუსთავში - გარდაცვლილია ცოლ-ქმარი

უბედური შემთხვევა რუსთავში - გარდაცვლილია ცოლ-ქმარი
უბედური შემთხვევა რუსთავში - გარდაცვლილია ცოლ-ქმარი

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით, შუახნის ცოლ-ქმარი დაიღუპა. გარდაცვლილი მშობლები სახლში შვილმა ნახა, რომელიც საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი აღნიშნულ ბინაში ქირით ცხოვრობდა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system