თავში

თსუ: ჩვენი თანამშრომლის ინფიცირების წყარო უცნობია - VIDEO

თსუ: ჩვენი თანამშრომლის ინფიცირების წყარო უცნობია - VIDEO
თსუ:  ჩვენი თანამშრომლის ინფიცირების წყარო უცნობია - VIDEO

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლის კოვიდინფიცირების წყარო უცნობია. ამის შესახებ განცხადება უნივერსიტეტის კანცლერმა ლაშა საღინაძემ გააკეთა. მისი თქმით იმის გამო, რომ უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლების რეჟიმზე იყო, აღნიშნული თანამშრომლის კონტაქტები მცირეა. ის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, რომელიც ლაშა საღინაძის განცხადებით უნივერსიტეტის შენობაში კვირაში ერთხელ, 2 საათით მიდიოდა. მისივე ინფორმაციით აღნიშნული პირის კონტაქტები დადგენილია. მას ორი პირდაპირი და 10 ირიბი კონტაქტი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system