თავში

წულუკიანი: ხარება დღეს პრეზიდენტმა გაახარა ბავშვები

წულუკიანი: ხარება დღეს პრეზიდენტმა გაახარა ბავშვები
წულუკიანი: ხარება დღეს პრეზიდენტმა გაახარა ბავშვები

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხარების დღესასწაულზე მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის მადლობას უხდის. 

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ შეწყალებულები სასჯელს არაძალადობრივი დანაშაულისთვის იხდიდნენ და წარსულში, არც ერთი მათგანი ნასამართლევი არ ყოფილა.

„ხარება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გაახარა ბავშვები, ის არასრულწლოვნები, რომლებიც თვეები და წლებია, საპატიმროებიდან საკუთარი დედების დაბრუნებას ელოდნენ. ამისთვის ჩვენი სისტემის სახელით მინდა, საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადავუხადო. მნიშვნელოვანია, რომ შეწყალებული მსჯავრდებული ქალებიდან წარსულში არც ერთი არ ყოფილა ნასამართლევი, არ ჰქონია კანონთან სხვა პრობლემა და ამჟამად სასჯელს იხდიდნენ ისეთი დანაშაულებისთვის, რომელიც არ არის ძალადობრივი დანაშაული,“ – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხარების დღესასწაულზე ცხრა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system