თავში

"თუ აცრის მაჩვენებელი ვერ ავწიეთ, უფრო მძაფრი ტალღები გვექნება" - გამყრელიძე

"თუ აცრის მაჩვენებელი ვერ ავწიეთ, უფრო მძაფრი ტალღები გვექნება" - გამყრელიძე
თუ აცრის მაჩვენებელი ვერ ავწიეთ, უფრო მძაფრი ტალღები გვექნება - გამყრელიძე

თუ ჩვენ აცრის მოცვის მაჩვენებელი ვერ ავწიეთ, ჩვენ ყოველ ორ თვეში ამ ტიპის და უფრო მძაფრი ტალღები გვექნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"ნოემბერი იქნება საკმაოდ რთული. შეიძლება ბევრს ჩემი წინასწარმეტყველება არ მოეწონოს, მაგრამ სამწუხაროდ მეხუთე ტალღა ძალიან მაღალი ნიშნულიდან დავიწყეთ. ამ ნიშნულით არ დაწყებულა არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე ტალღები. ახლა უფრო მძაფრად მიდის პანდემია, დელტა შტამი საკმაოდ აგრესიული გამოდგა", - განაცხადა გამყრელიძემ "პირველი არხის" ეთერში.

ცნობისთვის, 18 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 914 269 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 011 376 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.6 %.

სრულად ვაქცინირებულია 902 660 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.6%.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2479 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 42, გამოჯანმრთელდა 2374 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system