თავში

თურქეთის ელჩი მარნეულში ჟურნალისტიკის კურსის მონაწილეებს შეხვდა

თურქეთის ელჩი მარნეულში ჟურნალისტიკის კურსის მონაწილეებს შეხვდა
თურქეთის ელჩი მარნეულში ჟურნალისტიკის კურსის მონაწილეებს შეხვდა

თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანმა მარნეულში Ata Holding-ის შენობაში Aktual.ge-ს მიერ ორგანიზებული ჟურნალისტიკის კურსის მონაწილეებისთვის სასემინარო შეხვედრა ჩაატარა.

დიპლომატი კურსის ორგანიზატორთან, "აქტუალური მედიის" გენერალურ დირექტორთან ილკინ ჰუსეინოვთან GAIM-ის მიერ ჩატარებულ გამოფენას 27 სექტემბრის აზერბაიჯანის ხსენების დღესთან დაკავშირებით ეწვია, სადაც მათ ომში დაღუპულები მოიხსენიეს და პატივი მიაგეს მათ სულებს.

აღნიშნული მედიის გენერალურმა დირექტორმა თურქეთის ელჩს მადლობა გადაუხადა მონაწილეებთან შეხვედრისათვის.

სასემინარო შეხვედრის დაწყებამდე ი.ჰუსეინოვმა 27 სექტემბერს ოკუპირებული საქართველოს, სოხუმის დაცემის 28 წლისთავის შესახებ ისაუბრა და პატივი მიაგო აფხაზეთის ომის დროს დაღუპულებს, ასევე ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, რომლების გმირულად იბრძოდნენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. მათ ომში დაღუპულებს წუთიერი დუმილი მიაგეს.

სემინარზე ფატმა იაზგანი ახალგაზრდებს გაეცნო და თურქეთ-საქართველოს, ასევე აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის ურთიერთობების განვითარების შესახებ ისაუბრა.

თურქეთის ელჩი სტუდენტებს საერთაშორისო ურთიერთობების, საგარეო პოლიტიკის, პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების შესახებ ესაუბრა და ხაზი გაუსვა მედიის მნიშვნელობას.

ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა თურქეთისა და აზერბაიჯანის მედიებში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე:

"ჩვენ კარგად გვახსოვს შარშანდელი ეს პერიოდი, თუ რა ტყუილი და დეზინფორმაცია ვრცელდებოდა მედიაში. ეს დღესაც გრძელდება. შარშან ომის დროს სხვადასხვა უცხოურ მედიასაშუალებებში გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანი არა საკუთარ, არამედ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იბრძოდა. თურქეთი ახლაც ექვემდებარება უამრავ ყალბ ინფორმაციას. ჟურნალისტმა არ უნდა გააშუქოს ცრუ ამბები, მან არ უნდა გაყიდოს თავისი კალამი. ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში თურქეთში ბევრი ისეთი მედიის წარმომადგენელი მწერალი ვნახეთ, რომლებიც ცრუ ამბებს აქვეყნებდნენ ლიბერალიზმის სახელით",- განაცხადა ელჩმა

სემინარს ესწრებოდნენ საინფორმაციო პორტალის, Aktual.ge-ს თანამშრომლები და ასევე კურსის ერთ-ერთი ტრენერი ჯეიჰუნ მუჰამედ ალი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system