თავში

დიანა ტრაპაიძემ ,,TV პირველი" დატოვა

დიანა ტრაპაიძემ ,,TV პირველი" დატოვა
დიანა ტრაპაიძემ ,,TV პირველი დატოვა

დიანა ტრაპაიძემ ,,TV პირველი" დატოვა, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ დაწერა სოციალურ ქსელში.

,,დღეიდან „დღის ამბებს“ აღარ წავიყვან. მივდივარ ტელევიზიიდან, მაგრამ სულ ვიქნები TV პირველის გულშემატკივარი. იქ ჩემი ძალიან კარგი მეგობრები მუშაობენ და წარმატებები მათ.

განსაკუთრებული მადლობა ვატოს, ინგას, ჟიჟის, ვახოს, ნანას. მათთან და სხვებთან ერთად, მეც ვაკეთებდი არცთუ ურიგო ტელევიზიას და იქ პროფესიული ცხოვრების ალბათ საუკეთესო 4 წელი გავატარე.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე რომ ახლა დასრულების დროა.
პ.ს. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან",
- წერს ტრაპაიძე ,,ფეისბუქის" პირად გვერდზე. 

ცნობისთვის, 12 ივნისს ,,TV პირველი" ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმაც დატოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system