თავში

"ტვ პირველის" დამფუძნებელი მთავრობასა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს

"ტვ პირველის" დამფუძნებელი მთავრობასა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს
ტვ პირველის დამფუძნებელი მთავრობასა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს

სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით "ტვ პირველის" დამფუძნებელმა მთავრობას და დიპლომატიურ კორპუსს პირდაპირი ეთერით მიმართა. 

ვატო წერეთლის თქმით, ხელისუფლებას არ გამოუვა, რომ ქვეყანაში კრიტიკული მედია ჩაახშოს. 

"არ ვაპირებ მივმართო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან ჩემი გადმოსახედიდან ის არის ახალგაზრდებზე მოძალადე ჯალათი. არ ვფიქრობ, რომ რამე უნდა ვუთხრა მურუსიძის სასამართლოს. ვფიქრობ, რომ ხელისუფლება გავიდა კანონის ყველანაირი ჩარჩოებიდან და დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლია იძულებით შემოვიდეს და ამოიღოს რაღაც არარსებული, მითიური რაღაც ელექტროხელსაწყო. მინდა მივმართო ქვეყნის ხელისუფლებას, გამორიცხულია თქვენ ტელეკომპანია პირველი ჩააქროთ და არ იმაუწყებლოს ქვეყნის მასშტაბით. მოგმართავთ თქვენ, გამორიცხულია, თქვენ შეძლოთ კრიტიკული მედია ჩაახშოთ და ჩვენი ხმა არ ისმოდეს ამ ქვეყანაში. მე მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, რადგან ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ და მინდა თქვენგან მოვითხოვო სწრაფი რეაგირება. "ქართული ოცნების" დღის წესრიგი ეს არის, რომ შემოვიდნენ და ტელეკომპანია პირველმა აღარ იმაუწყებლოს ამ ქვეყანაში," - განაცხადა ვატო წერეთელმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system