თავში

"ტვინდემია" უკვე სახეზეა, რაოდენობა კატასტროფულად მომატებული - მაია ჩხაიძე

"ტვინდემია" უკვე სახეზეა, რაოდენობა კატასტროფულად მომატებული - მაია ჩხაიძე
ტვინდემია უკვე სახეზეა, რაოდენობა კატასტროფულად მომატებული - მაია ჩხაიძე

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე აცხადებს, რომ კლინიკაში ამჟამად 108 პაციენტია მოთავსებული, აქედან რეანიმაციაში მკურნალობს 21 პაციენტი. მისივე ცნობით, კლინიკაში სულ 4 ადგილია თავისუფალი.

როგორც მაია ჩხაიძემ განმარტა, ქვეყანაში "ტვინდემია" უკვე დაწყებულია. ექიმი ვარაუდობს, რომ მეხუთე ტალღა უფრო მძიმე იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი ტალღები.

„მომართვიანობა სხვა ინფექციების გამო გაიზარდა, რადგანაც სეზონური ვირუსები დაიწყო და „ტვინდემია“ ნამდვილად სახეზეა, დაწყებულია მეხუთე ტალღა, რადგან შემთხვევების რაოდენობა კატასტროფულად მომატებულია. ვფიქრობ, მეხუთე ტალღა უფრო მძიმე იქნება“, - აღნიშნა მაია ჩხაიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system