თავში

უქმდება თუ არა "მეტრომანები" და რამდენჯერ მოგიწევთ ახალი ბარათის ყიდვა

უქმდება თუ არა "მეტრომანები" და რამდენჯერ მოგიწევთ ახალი ბარათის ყიდვა
უქმდება თუ არა მეტრომანები და რამდენჯერ მოგიწევთ ახალი ბარათის ყიდვა

თბილისის ვიცე-მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული ულიმიტო სისტემის დეტალები განმარტა. 

ირაკლი ხმალაძის ცნობით, ახალი ბარათი მრავალჯერადი იქნება. მოქალაქეს მხოლოდ ერთხელ მოუწევს მისი შეძენა და აღნიშნულ ბარათზე შეეძლება სხვადასხვა პაკეტის დარიცხვა.

ამასთან, ბარათის გამოყენებიდან მომდევნო გადახდა შესაძლებელი იქნება 15 წუთის შემდეგ, რაც გამორიცხავს იმას, რომ ერთი ბარათით ერთდროულად რამდენიმე მგზავრმა ისარგებლოს.

„ბარათი ერთჯერადი არ არის. მგზავრს მისი ყიდვა ერთხელ მოუწევს და ამ ბარათზე მუდმივად შეიძლება სხვადასხვა პაკეტის დარიცხვა. ახლა მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ შესაძლებელი იყოს, აბონემენტის პაკეტი საბანკო ბარათს მივაბათ. მეტრომანების მოხმარება ჯერ კიდევ დარჩება, რადგან ზედ დარიცხულია დეპოზიტი. ერთჯერადი მგზავრობის ცნება საერთოდ აღარ არის, რადგან გადახდის სისტემაში ვადიანი ბარათები შემოვიდა. ეს არის მგზავრის ნებაზე დაფუძნებული გადახდის სისტემა. თუ მომხმარებელი აქტიურია, ფასი კიდევ უფრო დაბალი გამოდის. სტუდენტური ფასდაკლება იმოქმედებს, ასევე, ფასდაკლება იქნება მოსწავლეებისთვისაც, სოციალურად დაუცველებისთვისაც, ომის ვეტერანებისთვისაც...“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტების ახალი სისტემა და ტარიფები იხილეთ ბმულზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system