თავში

"ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება, დაგვიანებული ნაბიჯები გვაქვს" - სერგეენკო

"ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება, დაგვიანებული ნაბიჯები გვაქვს" - სერგეენკო
ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება, დაგვიანებული ნაბიჯები გვაქვს - სერგეენკო

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, "ქართული ოცნების" დეპუტატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება. 

სერგეენკო ამბობს, რომ პროცესთან დაკავშირებით დაგვიანებული ნაბიჯები იყო გადადგმული.

"ახლა რაც მიდის ვაქცინაციის მხარდაჭერის კამპანია, მას აკლია როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი კომპონენტი. ეს უნდა იყოს ბევრად უფრო სისტემური კამპანია, თუნდაც როგორც წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც წალეკილი აქვს საინფორმაციო სივრცე.

ხშირად ადამიანები კითხულობენ, ვინ არის პასუხისმგებელი. ჩვენ ვერ ვხედავთ ვირუსს, მაგრამ ვართ საომარ მდგომარეობაში და საომარი მოქმედებების დროს უბრალოდ არ შეიძლება დამნაშავეების ძებნა. მთელი რესურსი უნდა იყოს მიმართული ბრძოლისკენ.

დაგვიანებული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, გვაქვს - დასახული გეგმა იყო წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაცია და ახლა არის ამის ნახევარი. დარჩენილი ორი თვე არ გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს გეგმა შესრულდება. ასე რომ, დიახ, ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება", - განაცხადა სერგეენკომ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, 21 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 932 643 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 017 863 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.8 %.

სრულად ვაქცინირებულია 914 311 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.0%.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system