თავში

"ვაქცინაციის პროპაგანდას ვერ მოვთხოვთ ეკლესიას" - ანდრია ჯაღმაიძე

"ვაქცინაციის პროპაგანდას ვერ მოვთხოვთ ეკლესიას" - ანდრია ჯაღმაიძე
ვაქცინაციის პროპაგანდას ვერ მოვთხოვთ ეკლესიას - ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეკლესია ვაქცინაციის პროპაგანდას ვერ გასწევს.

მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებით, ეკლესიაში განსხვავებული მოსაზრებებია.

"ვაქცინაციის პროპაგანდას ვერ მოვთხოვთ ეკლესიას, ვერ მოვთხოვთ, რომ ვიღაცას აცრა დააძალოს. ვხედავთ, რომ ეკლესიაში განსხვავებული მოსაზრებებია. არიან მოძღვრები, რომლებიც მკაფიოდ მოუწოდებენ ადამიანებს აცრისაკენ და პირიქით, ზოგის ლოგიკა და ანალიზი სხვა მონაცემებს ეყრდნობა. ეკლესიას ასეთ საკითხებზე, იმპერატიული ან თუნდაც შიდა ბრძანების გაცემის პრაქტიკა არ აქვს. არ იფიქროთ, ხვალ რომ გამოვიდეს ეკლესია და თქვას, - აბა ახლა რიგში ჩავდგეთ და ავიცრათო, რომ წავლენ და აიცრებიან.

ეკლესია არავის აუკრძალავს ზიარებას იმის გამო რომ აცრილია, ან პირბადის ტარების გამო რაღაც შენიშვნას მისცემს", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system