თავში

ვარგისია თუ არა საცხოვრებლად, ვაზისუბანში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი

ვარგისია თუ არა საცხოვრებლად, ვაზისუბანში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი
ვარგისია თუ არა საცხოვრებლად, ვაზისუბანში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი

ვაზისუბანში, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია.

ისნის რაიონის გამგებლის, ნიკა ელისაშვილის თქმით, დასკვნის შედეგად დადასტურდა, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია.

"კორპუსი მდგრადია, რამე სერიოზული პრობლემა არ აღენიშნება. არის პირველი კატეგორიის დაზიანება, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ საცხოვრებლად ვარგისია. შესაბამისად, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოსახლეობის შეყვანა კორპუსში. ელექტროენერგია ეტაპობრივად მიეწოდება და ხვალ დილიდან მოსახლეობას ბუნებრივი აირით უზრუნველვყოფთ", – განაცხადა ნიკა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, ვაზისუბანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბინა აფეთქდა. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. დაშავებულია 4 ადამიანი.

საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, აფეთქება კორპუსში პირველ სართულზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

თუმცა ბუნებრივი აირის გაჟონვის ფაქტს არ ადასტურებენ "თბილისი ენერჯიში", რომლის წარმომადგენლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. "თბილისი ენერჯის" თანამშრომლების პირველადი შეფასებით, აფეთქების მიზეზად ამ ეტაპზე ბუნებრივი აირის გაჟონვის ალბათობა არ იკვეთება. 

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system