თავში

ვართ თუ არა დაცულები "ინდური შტამის" მასიური გავრცელებისგან - განმარტება

ვართ თუ არა დაცულები "ინდური შტამის" მასიური გავრცელებისგან - განმარტება
ვართ თუ არა დაცულები ინდური შტამის მასიური გავრცელებისგან - განმარტება

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, "ინდური შტამის" მასიური გავრცელებისგან ქვეყანა გარკვეულწილად დაცულია.

"ინდური შტამის მასიური გავრცელებისაგან, გარკვეულწილად დაცულები ვართ. თუმცა, ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.

ინდურ შტამთან დაკავშირებით, ძალიან დიდი მონაცემები, მაგალითად განსაკუთრებული და განსხვავებული კლინიკა აქვს თუ არა, არ არის ცნობილი.

ვერ ვიტყვი, რომ ეს შტამი განსაკუთრებული სიმძიმის არის. ეს შესწავლის საკითხია. არის მოსაზრება რომ უფრო მეტად გავრცელებადია. შესაძლოა, მეტი ლეტალობა ახასიათებდეს, მაგრამ ამის დადასტურებული მონაცემები არ არის. მე ვფიქრობ, რომ ეს შტამი ცოტა უფრო მძიმედ წავა," - აცხადებს მარინა ენდელაძე.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის "ინდური შტამის" შემთხვევები 27 მაისს დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system