თავში

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, სოფელ ოძისში აქციას მართავენ

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, სოფელ ოძისში აქციას მართავენ
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, სოფელ ოძისში აქციას მართავენ

დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, პოლიტიკოსები და ექიმის მხარდამჭერები მშვიდობიან აქციას მართავენ. 

აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. გაფრინდაშვილის მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ოძისამდე საავტომობილო მსვლელობით მივიდნენ. 

"დარწმუნებული ვარ, ვაჟას ძალიან ეხმარება ეს სოლიდარობა იქ, სადაც არის, იმ გაუსაძლის პირობებში. ეს არის აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია. გვინდა, რომ იქ 'საზღვართან' გამოვხატოთ სოლიდარობა და მხარჭერა იმ ადამიანისადმი, რომელიც ტყვეობაშია და შეიძლება არც იცის, აქეთ რა ხდება და გავაგონოთ ხმა, რომ ჩვენც ვიცავთ იმ პრინციპებს, რომელსაც ის იქ იცავს", - ამბობს გაფრინდაშვილის მეუღლე.

შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ერთ თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმს, ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს. ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა და ის პატიმრობაში დატოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system