თავში

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცი გაუჩინარდა

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცი გაუჩინარდა
ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცი გაუჩინარდა

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცი გაუჩინარდა. ოჯახი 35 წლის თეიმურაზ გიუნაშვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. მათი ინფორმაციით, გიუნაშვილი სამხედრო ბაზიდან 20 დეკემბერს გაუჩინარდა.

ოჯახისთვის გაუგებარია, რატომ დატოვა ჯარისკაცმა ბალიშის ქვეშ მობილური ტელეფონი, როცა, მათივე მტკიცებით, ტელეფონს არასოდეს იშორებდა. 

"არსად არ არის აბსოლუტურად, კვალწმინდად ჩაიყლაპა, გამოვიდაო დილითო და ტელეფონი დატოვა ბალიშის ქვეშ, მე არ ვიცი ეს როგორ მოხდა, ტელეფონს ჯიბიდან არ იშორებდა, არსად არ არის, არც ნათესავებში, არც მეგობრებთან, რა მოხდა ვერ ვიგებ".- ამბობს ოჯახის წევრი ტელეკომპანია "მთავარ არხთან".

ფაქტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჯარისკაცმა 21 დეკემბრის დილის ცხრა საათზე დატოვა ბაზის ტერიტორია.

"საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მსახურობს თავდაცვის ძალებში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში. აღნიშნული სამხედრო პირი 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, რაც დასტურდება პატაკითა და გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეო კამერებით.

22 დეკემბერს, როდესაც აღნიშნული პირი შესაბამის დროს არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, მისმა უშუალო მეთაურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დროულად განახორციელა სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან სამხედრო მოსამსახურის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით'.- აღნიშნულია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system