თავში

"ველოდებით ექიმებს გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და აშშ-დან" - ნიკოლოზ ყიფშიძე

"ველოდებით ექიმებს გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და აშშ-დან" - ნიკოლოზ ყიფშიძე
ველოდებით ექიმებს გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და აშშ-დან - ნიკოლოზ ყიფშიძე

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ, უახლოეს დღეებში, საქართველოში უცხოელი ექიმები ჩამოვლენ.

ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ, სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.

"ამ დღეებში ველოდებით რამდენიმე ექიმს საზღვარგარეთიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომლებიც კონსულტაციას გაუწევენ. ისინი არიან ნევროლოგები და ფსიქონევროლოგები. 

მგონია, რომ ჩვენ სათანადო ყურადღებას ვერ ვუწევთ. საუბედუროა ამას რომ ვამბობ, მაგრამ მე ადრეც ვთქვი, რომ აუცილებელია საზღვარგარეთის ექიმების ჩართულობა", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. 

შეგახსენებთ, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system