თავში

“ვერ დაგვადუმებთ” - ტელეკომპანია "კავკასიასთან" საპროტესტო აქცია გაიმართა

“ვერ დაგვადუმებთ” - ტელეკომპანია "კავკასიასთან" საპროტესტო აქცია გაიმართა
“ვერ დაგვადუმებთ” - ტელეკომპანია კავკასიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

“მედიაზე ზეწოლა სირცხვილია”, “ვერ დაგვადუმებთ”, “თავისუფლება მედიას” - ამ შინაარსის ბანერებით სამოქალაქო აქტივისტებმა ტელეკომპანია “კავკასიასთან” საპროტესტო აქცია გამართეს. ტელეკომპანიის შენობასთან მოძრაობა “შეცვალესა” და “სირცხვილიას" აქტივისტებმა, შემოსავლების სამსახურის მიერ ტელევიზიებზე ინკასოს დადება გააპროტესტეს. 

სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ადგილზე მივიდნენ ოპოზიციური პილიტიკური პარტიების ლიდერები - ელენე ხოშტარია, ლევან ხაბეიშვილი და გუბაზ სანიკიძე. 

 “მთავარი ამბავია ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა გააჩუმოს ყველა ტელევიზია, რომელიც არ ემორჩილება მას და არ ატარებს მთავრობის ნარატივს. ის სჯის ტელეკომპანია “კავკასიას”, “TV პირველსა” და ყველა იმ ტელევიზიას, რომელიც არის კრიტიკულად განწყობილი და აშუქებს იმას, რაც ხდება ქვეყანაში. ის რომ ქვეყანაში 70 000 ბავშვი შიმშილობს, არის სიმართლე. ის რომ პოლიციაში კლავენ და ზეწოლას ახორციელებენ ადამიანებზე, ეს არის სიმართლე. სწორედ ამიტომ, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა,  სამთავრობო ნარატივის გამტარებელ ტელევიზიას, რომელსაც 60 მილიონ ლარზე მეტი აქვს ბიუჯეტის დავალიანება, არ გადაახდევინოს თანხა და მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას" - განაცხადა "სირცხვილიას" ერთ-ერთმა აქტივისტმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ "TV პირველის", "კავკასიისა" და "რუსთავი 2-ის" ანგარიშებს, საბიუჯეტო დავალიანების გამო, შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაადო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system