თავში

ვინ არის კორონავირუსით თბილისში გარდაცვლილი 30 წლის პაციენტი

ვინ არის კორონავირუსით თბილისში გარდაცვლილი 30 წლის პაციენტი
ვინ არის კორონავირუსით თბილისში გარდაცვლილი 30 წლის პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი 30 წლის ქალია, რომელიც თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 18 ოქტომბერს მოათავსეს.

როგორც report.ge-ს კლინიკაში განუცხადეს, პაციენტს ცენტრში შესვლისას დაუდასტურდა ორმხრივი პნევმონია. მას ანამნეზში ჰქონდა გულსისხლძარღვთა დაავადებები. გარდაცვალება დაფიქსრიდა 19 ოქტომბერს. 

კლინიკაში ასევე განმარტავენ, რომ პაციენტს ბინაზე ყოფნისას რამდენიმე დღის განმავლობაში უფიქსირდებოდა ტემპერატურა და სხვა სიმპტომები, თუმცა არ იცოდა, რომ ინფიცირებული იყო. მას კორონავირუსი ჰოსპიტალში დაუდასტურდა, რის შემდეგაც მალევე გარდაიცვალა. 

"ჩვენთან ჩაუტარდა PCR ტესტი. ტესტის ჩასატარებლად და მკურნალობის გასაგრძელებლად გადმოიყვანეს. შემოსვლიდან ძალიან მალე გარდაიცვალა ეს პაციენტი, დაგვიანებული შემთხვევაა. პაციენტს სახლში რამდეინმე დღის მანძილზე აღენიშნებოდა ცხელება, ზოგადი სისუსტე,  ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი. შემოიყვანეს 18 ოქტომბერს და 19-ში გარდაიცვალა" - განუცხადეს report.ge-ს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system