თავში

ვის შეუძლია სექტემბრიდან პირადობის მოწმობება უფასოდ აიღოს - იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა

ვის შეუძლია სექტემბრიდან პირადობის მოწმობება უფასოდ აიღოს - იუსტიციის
ვის შეუძლია სექტემბრიდან პირადობის მოწმობება უფასოდ აიღოს - იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა

პირადობის დამადასტურებელი მოწმობები 1 თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ინიციატივა საარჩევნო პროცესში შეუფერხებლად მონაწილეობას უკავშირდება.

მათივე ცნობით, აქცია პირველი სექტემბერიდან ამოქმედდება.

პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან:

მოქალაქეები, რომელთა 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ყველა დოკუმენტს (მათ შორის, სამსახურებრივ პასპორტს), მოქმედების ვადა ამოეწურება და მათ სახელზე არ დაფიქსირდება იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი (მათ შორის, სამსახურებრივი პასპორტი);

საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზეც ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი;

მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

აქციით სარგებლობის მსურველებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system