თავში

,,ვისაც არ შეუძლია წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია" - რატიანი

,,ვისაც არ შეუძლია წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია" - რატიანი
,,ვისაც არ შეუძლია წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია - რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის სამართავად კომპლექსური მიდგომებია საჭირო. 

მისივე თქმით, ვისაც პროცესის მართვა არ შეუძლია სახლში უნდა წავიდეს.

,,ძალიან მტკივა გული, რომ პაციენტებს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, მათ ექიმები ვერ ეხმარებიან. ამიტომ, ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, რაც კი რამ გააჩნიათ, ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია. ინფექცია გავრცელდა ქვეყანაში, ისე გავრცელდა, რომ აჭრელდა მთელი სამყარო, 100 000 მოსახლეზე პირველი ვართ ინფექციის გავრცელებით. უნდა მოხდეს კომპლექსური მიდგომა, ყველამ ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და რაც შეიძლება მეტი ხალხი გადავარჩინოთ, ამოსავალი წერტილი დღეს ეს არის", - განაცხადა ლევან რატიანმა გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა".

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 958 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 108 690-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 531 პაციენტი და საერთო რაოდენობა 89 170-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 36 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1012 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system