თავში

ზაზა გახელაძის მამამ საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლა გადაიფიქრა

ზაზა გახელაძის მამამ საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლა გადაიფიქრა
ზაზა გახელაძის მამამ საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლა გადაიფიქრა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მამა აცხადებს, რომ ე.წ საზღვრის გადაკვეთა დროებით გადაიფიქრა. 

"დიდ პატივს ვცემ საქართველოს პატრიარქს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადავდივარ. როგორც დაანონსებულია, გაიმართება აქცია. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას, დავიცდი უახლოესი ერთი თვე, ერგნეთის შეხვედრამდე თუ დამაკმაყოფილებელი პასუხი არ მივიღეთ, აუცილებლად გადავალ“, - განაცხადა გახელაძემ" - განაცხადა გახელაძემ "ქრონიკასთან". 

ცნობისთვის, საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილი გაუგზავნა და ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან შუამდგომლობა სთხოვა. 

დღეს საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავენ გახელაძის მეგობრები და ოჯახის წევრები.

აღსანიშნავია, რომ დღეს ზაზა გახელაძის დაბადების დღეა, ის 34 წლის ხდება, 11 ივლისს კი მისი დაკავებიდან ერთი წელი შესრულდება.

შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system