თავში

ზაზა გახელაძის ოჯახმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა

ზაზა გახელაძის ოჯახმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა
ზაზა გახელაძის ოჯახმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა

ზაზა გახელაძის ოჯახმა აღაიანთან ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა. აქციის ამსახველ ფოტო-ვიდეომასალას ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ავტობანზე გახელაძის ოჯახის წევრები, მეზობლები და ახლობლები, პლაკატებით შეიკრიბნენ და მისი გათავისუფლების მოთხოვნით ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვეს. 

მოგვიანებით, პოლიციის თხოვნით, მათ გზა გახსნეს. 

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system