თავში

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარედ კამილა მამედოვა აირჩიეს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარედ კამილა მამედოვა აირჩიეს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარედ კამილა მამედოვა აირჩიეს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარედ კამილა მამედოვა აირჩიეს. მან ამ პოზიციაზე ნანა ბიგანიშვილი შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. კამილა ქარტიის საბჭოს ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.

ქარტიის ცნობით, კამილა მამედოვა 2007 წლიდან სათემო რადიო „მარნეულის“ დამფუძნებელია. 2009-2010 წლებში იყო რადიო „ჯიპას“ „მრავალფეროვანი საქართველოს“ გადაცემის ჟურნალისტი. 2010-2012 წლებში კი - რუსულენოვანი ტელეკომპანია „პიკის“ გადაცემა „ტეკტონიკის“ ჟურნალისტი და გადაცემა „პორტრეტი ალა დუდუაევასთან ერთად“ პროდიუსერი. 2015 წლიდან არის რადიო „მარნეულის“ არა ერთი გადაცემის იდეის ავტორი.

კამილა 2018 წლის 22 დეკემბერიდან საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system