თავში

"ჟურნალისტებზე თავდასხმის გამართლება ამაზრზენია, მით უმეტეს სასულიერო პირებისგან" - დეკანოზი

"ჟურნალისტებზე თავდასხმის გამართლება ამაზრზენია, მით უმეტეს სასულიერო პირებისგან" - დეკანოზი
ჟურნალისტებზე თავდასხმის გამართლება ამაზრზენია, მით უმეტეს სასულიერო პირებისგან - დეკანოზი

დეკანოზი ზაზა თევზაძე თბილისში, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმის გამართლება ამაზრზენია, მით უმეტეს სასულიერო პირებისგან.

"ჟურნალისტებზე თავდასხმა, ნუ ნებისმიერ ადამიანზე ძალადობა, მაგრამ განსაკუთრებით ჟურნალისტებზე ძალადობა დაუშვებელია. ომის პირობებში და მძიმე მდგომარეობაშიც კი ეს მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული...გადაფარება იმისი, რომ რაღაცით გავამართლოთ და ტყუილებით შევმოსოთ, ეს არის ამაზრზენი, მით უმეტეს სასულიერო პირების მხრიდან. სიცრუე, ტყუილი ეს ყველაფერი არის ეშმაკიდან და ბოროტების სათავე. როცა ადამიანი იტყუება, ის თავის ლუსტრაციას ახდენს და აჩვენებს რა კავშირი აქვს ქრისტესთან და ეკლესიასთან. ეს არის ცალსახად დასაგმობი", - განაცხადა დეკანოზმა "ფორმულას" ეთერში.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

რადიკალური ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს 6 ივლისსაც დაესხნენ თავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system