თავში

ზუგდიდი - თბილისის სამგზავრო მატარებელში ხანძრის გაჩენის მიზეზი ცნობილია

ზუგდიდი - თბილისის სამგზავრო მატარებელში ხანძრის გაჩენის მიზეზი ცნობილია
ზუგდიდი - თბილისის სამგზავრო მატარებელში ხანძრის გაჩენის მიზეზი ცნობილია

ზუგდიდი- თბილისის ხაზზე სამგზავრო მატარებელში ხანძრის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. ამის შესახებ განცხადებას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

"დღეს, 14 თებერვალს, სადგურ აბაშაში, ზუგდიდი- თბილისის ხაზზე მატარებლის პანტოგრაფსა და საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ვაგონის დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად შეჩერდა მსვლელობა და განხორციელდა მგზავრების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ალტერნატიული საშუალებებით. არცერთი მგზავრი არ დაშავებულა. შემთხვევაზე მიმდინარეობს მოკვლევა.

"საქართველოს რკინიგზა" ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხების გამო და ყველა იმ პირს ვინც ორი დღის ვადაში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, "საქართველოს რკინიგზის" ნებისმიერ სალაროში მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ",- აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში ხანძარი გაჩნდა. როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system