თავში

ზუგდიდის 89-ე უბანზე 39-მა ამომრჩეველმა ხმა მხოლოდ მაჟორიტარული სიით მისცა

ზუგდიდის 89-ე უბანზე 39-მა ამომრჩეველმა ხმა მხოლოდ მაჟორიტარული სიით მისცა
ზუგდიდის 89-ე უბანზე 39-მა ამომრჩეველმა ხმა მხოლოდ მაჟორიტარული სიით მისცა

ზუგდიდის ნომერ 89-ე საარჩევნო უბანზე 39-მა ამომრჩეველმა ხმა მხოლოდ მაჟორიტარული სიით მისცა, რადგან მათ მეორე, პარტიული ბიულეტენები არ დაურიგდათ, - ამის შესახებ  „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ბესიკ დონაძემ განაცხადა.

მისი თქმით ეს დარღვევაა და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი უკვე დაწერილია.

"ამომრჩეველზე გაიცემოდა ერთი ბიულეტენი, მხოლოდ მაჟორიტარული და არ გაიცემოდა პარტიული. რაც იმას ნიშნავს, რომ კომისიის თავმჯდომარემ ვერ უზრუნველყო არჩევნების ჩატარება. ეს არის არჩევნების გაყალბება. 39 ამორჩეველს არ მისცეს უფლება ხმა  პარტიისთვის მიეცა“,- აცხადებს ბესიკ დონაძე.

ამასთან ფაქტი დაადასტურა საუბნო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად კუტალიამ და აღნიშნა, რომ  ხარვეზი აღმოჩენისთანავე აღმოიფხვრა. 

"მხოლოდ ერთი ბიულეტენი 39 ამომრჩეველზე დარიგდა. არავინ მაცნობა ამის შესახებ, მაგრამ ხარვეზი როგორც კი აღმოვაჩინეთ მაშინვე გამოვასწორეთ", - აღნიშნა ზვიად კუტალიამ.

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს.

ყველაფერი, რაც 2020 წლის არჩევნების შესახებ უნდა ვიცოდეთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system