თავში

1 აშშ დოლარის ღირებულება 17 ლირას აჭარბებს

1 აშშ დოლარის ღირებულება 17 ლირას აჭარბებს
1 აშშ დოლარის ღირებულება 17 ლირას აჭარბებს

თურქული ლირა კვლავ გაუფასურდა და აშშ დოლართან მიმართებით რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

20 დეკემბრის სავაჭრო მონაცემებით, ერთი აშშ დოლარი 16,19 ლირა ღირს.

გასულ კვირას თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა დისკონტის განაკვეთი 15%-დან 14%-მდე შეემცირებინა.

ჯერ კიდევ თებერვალში დოლარი 6,9 ლირა ღირდა, მას შემდეგ თურქული ვალუტა თითქმის 120 პროცენტით გაუფასურდა.

ლირამ მკვეთრად ვარდნა ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის სამი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ხელმძღვანელის ორი მოადგილე, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system