თავში

1-ლი იანვრიდან 15-წლიანი სავალუტო იპოთეკური სესხები აიკრძალა

1-ლი იანვრიდან 15-წლიანი სავალუტო იპოთეკური სესხები აიკრძალა
1-ლი იანვრიდან 15-წლიანი სავალუტო იპოთეკური სესხები აიკრძალა

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 15-დან 10 წლამდე შემცირდება.

ცვლილება ძალაში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა ძალაში. ახალი წესით, ლარით გაცემული იპოთეკური სესხის ან იმ შემთხვევაში თუ მსესხებლის შემოსავალი და სესხი ერთსა და იმავე ვალუტაშია – სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა ისევ არაუმეტეს 20 წელი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხის ან იმ შემთხვევაში, როცა მსესხებლის შემოსავალი და სესხის ვალუტა ერთმანეთისგან განსხვავდება – არაუმეტეს 10 წელი იქნება.

"უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება აღნიშნულ მოწყვლადობებს შეამსუბუქებს და მსესხებლებისთვის სტრესის შთანთქმის უნარს სესხების დაგრძელვადიანების შესაძლებლობით გაზრდის, რაც ეფექტიანად იქნა გამოყენებული მიმდინარე პანდემიის დროსაც. ასევე, ვადიანობის შემცირება სესხების ამორტიზაციას დააჩქარებს, რაც საკრედიტო რისკებს შეამცირებს და ხელს შეუწყობს დედოლარიზაციას“, – აღნიშნულია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system