თავში

10 ოქტომბერი მეტყევის დღეა

10 ოქტომბერი მეტყევის დღეა
10 ოქტომბერი  მეტყევის დღეა

10 ოქტომბერს მსოფლიო მეტყევის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი მეტყევეებს პროფესიულ დღეს მიულოცავს და წარმატებული საქმიანობისთვის მადლობის სიგელებსა და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს. ღონისძიებას სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს, გარემოსდაცვითი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მეტყევეს დღე საქართველოში 1999 წელიდან აღინიშნება. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო. დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია, რომლის მიზანია ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტურ გამოყენებას.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system