თავში

10 წელში ელექტროენერგიის იმპორტი 10-ჯერ გაიზარდა

10 წელში ელექტროენერგიის იმპორტი 10-ჯერ გაიზარდა
10 წელში ელექტროენერგიის იმპორტი 10-ჯერ გაიზარდა

„2010-2020 წლებში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა გაზრდილია 8-ჯერ, რაც ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პროცესი თუ ასე გაგრძელდა, 2030 წლისთვის ქვეყნის ენერგომოხმარების 50 პროცენტი დამოკიდებული იქნება გარე წყაროებზე. ამის საპრევენციოდ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში ძალიან ამბიციური რეფორმები მიმდინარეობს ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის არის ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ენერგეტიკული ბირჟის განვითარება, ენერგოეფექტურობის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, განახლებადი ენერგიების პროექტების მხარდაჭერა და ა.შ.

„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაზრდა. 2010-2020 წლებში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა გაიზარდა 8-ჯერ, რაც არის ძალიან საყურადღებო მაჩვენებელი. ეს, პირველ რიგში, ხდება იმიტომ, რომ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად ქვეყანაში იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, რომელსაც ვერ მიჰყვება გენერაციის ობიექტების განვითარების ტემპი და იძულებულები ვართ, გავზარდოთ იმპორტი. პროცესი თუ ასე გაგრძელდა, 2030 წლისთვის ჩვენი ენერგომოხმარების 50 პროცენტი დამოკიდებული იქნება გარე წყაროებზე, იმპორტზე და აუცილებლად საჭიროა ამის საწინააღმდეგოდ ადგილობრივი რესურსების ოპტიმალური და გონივრული გამოყენება - ეს არის წყლის, ქარის და მზის რესურსები, მათ შორის რეზერვუარებიანი ანუ კაშხლიანი სადგურების მშენებლობა იმისთვის, რომ სისტემაში გვქონდეს რეზერვები და სწორედ რეზერვუარებიანი სადგურები გვაძლევს საშუალებას, მზის და ქარის გენერაციების პროექტების მაქსიმალური ინტეგრაცია მოხდეს ელექტროსისტემაში“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ  ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს სახელით დღეს გამართულ საჯარო დისკუსიაში, რომელზეც  საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system