თავში

10 წელზე მეტი ხნის საბურავებით ავტომობილები ვეღარ იმოძრავებენ

10 წელზე მეტი ხნის საბურავებით ავტომობილები ვეღარ იმოძრავებენ
10 წელზე მეტი ხნის საბურავებით ავტომობილები ვეღარ იმოძრავებენ

სახმელეთო ტრანსპორტის სამსახურის უფროსის, შალვა ურიადმყოფელის, განმარტებით, ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც 10 წელზე მეტი ხნის საბურავები ექნება, ტექდათვალიერებას ვერ გაივლის. 

შეზღუდვა 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება.

საბურავებს აქვს თავისი ვადა, შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბურავები ინსპექტირებაზე უნდა იყოს 10 წელზე ნაკლების. 10 წელზე მეტი ხნის მქონე საბურავები დახარვეზდება. ის ავტომობილები, რომელთა საბურავებსაც ხანდაზმულობის ვადა გასული ექნება, ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან“, – აღნიშნა შალვა ურიადმყოფელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system