თავში

100 ათას ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა დაიწყო

100 ათას ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა დაიწყო
100 ათას ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 ათას ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მეხუთედ გამოაცხადა. 

საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია ტექნოპარკში გაიმართა. 

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ოთხი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 76 სტარტაპი დაფინანსდა. თითოეულ მათგანს 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტი გადაეცა. 

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები-საქმიანობები, გარდა სამხედრო, ბირთვულ ტექნოლოგიებთან, სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს და სახიფათო ნივთიერებების წარმოებისა.

 დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანადაფინანსების ვებპორტალზე www.grants.gov.ge

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system