თავში

100-მილიონიანი გარანტია სამშენებლო სექტორისთვის

100-მილიონიანი გარანტია სამშენებლო სექტორისთვის
100-მილიონიანი გარანტია სამშენებლო სექტორისთვის

პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს გამოცხადდება 100 მლნ-იანი ლარის აუქციონი, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავრობა ყველანაირად აზღვევს დაუსრულებელ მშენებლობას ქვეყნაში. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„შემდეგი ნაბიჯი და განსახილველი საკითხი, რომელიც ჩვენ გვექნება, კიდევ ერთი სექტორული დახმარების მხარდაჭერის პროგრამაა. ჩვენ დღეს უნდა გამოვაცხადოთ 100 მლნ-იანი ლარის აუქციონი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველანაირად ვაზღვევთ დაუსრულებელ მშენებლობას ქვეყნაში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხების სტიმულირება როგორც პასუხი ეკონომიკურ კრიზისზე, იმისთვის, რომ სამშენებლო ბიზნესი გაგვეძლიერებინა. ამასთან, მხარი დაგვეჭირა თითოეული ქართული ოჯახისთვის, რომელსაც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის გარკვეული დანაზოგები ჰქონდა. იმისთვის, რომ არ შეშლოდათ ხელი, ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირება, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ამასთან ერთად აუქციონზე დღეს გამოვიტანთ 100 მლნ-იან გარანტიას, რათა არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი“- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2008-2009 წლის კრიზისების შემდგომ და უფრო ადრეც დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები დღესაც ამახინჯებენ არა მხოლოდ თბილისს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს და სოციალურ პრობლემებს უქმნიან მოქალაქეებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system