თავში

100 მლნ ლარია საჭირო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომპიუტერების შესაძენად

100 მლნ ლარია საჭირო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომპიუტერ~
100 მლნ ლარია საჭირო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომპიუტერების შესაძენად

100 მლნ ლარამდეა საჭირო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომპიუტერებისა და ინტერნეტის მისაწოდებლად, რომ მათ დისტანციურ სწავლების პლატფორმასთან წვდომა ჰქონდეთ. ამის შესახებ IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც განათლების სექტორს ეხება.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების სისტემაში დისტანციური სწავლება პანდემიამდე არასდროს გამოუყენებიათ და ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა ახალ გამოწვევას. 2020 წელს, შინამეურნეობების 38%-ს არ ჰქონდა კომპიუტერი და 16%-ს კი ინტერნეტთან წვდომა. დისტანციური სასწავლო პროგრამა TEAMS-ით კი მასწავლებლებისა და მოსწავლეების 11%-ს საერთოდ არ უსარგებლიათ.

ამასთან, დისტანციური სწავლების პროცესი უფრო რთულად მიმდინარეობს სოფლებში და რეგიონებში, მსხვილ ქალაქებთან შედარებით. სოფლებში შინამეურნეობების წილი, ვისაც არ ჰქონდათ კომპიუტერი და ინტერნეტი 68%-ს და 26%-ს შეადგენდა, შესაბამისად. თუმცა, იმავე პერიოდში, შინამეურნეობების წილი ქალაქებში ანალოგიური გამოწვევებით 24% და 9% იყო, შესაბამისად.

 473 სოფელი და საერთო ჯამში 2,000-მდე დასახლება ჯერ კიდევ ელოდება მაღალი სიჩქარისინტერნეტს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს გამოცხადებული “საყოველთაო ინტერნეტიზაციის” ფარგლებში უნდა მიეღოთ.

გარდა ამისა, რეგიონები უფრო მეტად არიან დამოკიდებული საკლასო განათლებაზე. COVID პანდემიის რისკების მიუხედავად სოფლებში მაცხოვრებელი მოსწავლეების 75%, ხოლო ქალაქში მაცხოვრებლების 46% დაუბრუნდა საკლასო ოთახებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system