თავში

130 ქვეყანა გლობალური ციფრული გადასახადის შემოღებაზე შეთანხმდა

130 ქვეყანა გლობალური ციფრული გადასახადის შემოღებაზე შეთანხმდა
130 ქვეყანა გლობალური ციფრული გადასახადის შემოღებაზე შეთანხმდა

130 ქვეყანა ახალი გლობალური ციფრული გადასახადის შემოღებაზე შეთანხმდა. გადასახადი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის იმოქმედებს და 15%-ს შეადგენს. 

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ეს იქნება უზარმაზარი პროგრესი საერთაშორისო კორპორატიული დაბეგვრის მიმართულებით. 

”შესაძლოა, მსოფლიოში სამართლიანი დაბეგვრის სფეროში, ეს ყველაზე დიდი მიღწევაა ბოლო  ოცი წლის განმავლობაში”, - განაცხადა მან. 

აშში-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეთანხმება გლობალურ ეკონომიკას "უფრო სამართლიანს გახდის". საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის, ბრუნო ლე მაიერის განცხადებით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო საგადასახადო შეთანხმება ბოლო ასი წლის განმავლობაში.

ივნისის დასაწყისში G7- ის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას ციფრული ეკონომიკაში მულტინაციონალური კომპანიების მოგებაზე გადასახადის დაწესების შესახებ, სულ მცირე 15 პროცენტის ოდენობით. ახლა მათ სურთ, რომ ეს განხორციელდეს მთელ მსოფლიოში, რათა დასრულდეს არაკეთილსინდისიერი საგადასახადო კონკურენცია სახელმწიფოებს შორის. 

ზოგიერთ ქვეყანაში ეწინააღმდეგება ასეთი გადასახადის შემოღებას. კერძოდ, შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს ირლანდიამ და უნგრეთმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system