თავში

15 სარეცხ საშუალებაში სიმსივნის წარმომქმნელი ნივთიერება აღმოჩნდა

15 სარეცხ საშუალებაში სიმსივნის წარმომქმნელი ნივთიერება აღმოჩნდა
15 სარეცხ საშუალებაში სიმსივნის წარმომქმნელი ნივთიერება აღმოჩნდა

momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, 40 დასახელების საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებიდან 15 ნიმუშში ფორმალდეჰიდი - სიმსივნის წარმომქმნელი ნივთიერება აღმოჩნდა.18 ნიმუშში ბორის, ხოლო 2 ნიმუშში ტყვიის შემცველობა დადასტურდა. 

,,ნიმუშების სახეობები და შესამოწმებელი პარამეტრები შეირჩა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის, ესენი იყო: ტექსტილისა და ჭურჭლის სარეცხი ფხვნილები და სითხეები, ზედაპირების საწმენდები და აეროზოლები. ევროკავშირში მომხმარებელთა ჯანმრთელობის დასაცავად საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებებში ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობა დასაშვებია მხოლოდ გარკვეული ოდენობის ფარგლებში. ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშებში, ეს ნივთიერებები დაშვებულ ნორმებს არ აჭარბებდა.

ამასთან ერთად, ფორმალდეჰიდის, როგორც კონსერვანტის გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია. გამონაკლისს წარმოადგენს პროდუქციაში ამ ნივთიერების ნაშთების არსებობა, როცა ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია და ეს შემცველობა ჯანმრთელობისათვის საზიანო არ არის. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს. ვინაიდან საქართველოში საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებების (ისევე როგორც სამომხმარებლო პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობის) უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ ტექნიკურად რამდენად გარდაუვალი იყო და უვნებელია ფორმალდეჰიდის შემცველობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშებში", - აღნიშნულია momxmarebeli.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევის შედეგად ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა შემდეგ საშუალებებში:

სარეცხი ფხვნილი „ტაიდი“ („პროქტერი&გემბელი“/თურქეთი) – აღმოჩნდა ტყვია და ბორიც

სარეცხი ფხვნილი „სავექსი“ ( შპს „ფიკოსოტა“/ბულგარეთი) – აღმოჩნდა ბორიც

მათეთრებელი „ბოსი“ (სს „აისტი“/რუსეთი)

მათეთრებელი „ეურეკა“ ( სს „ევრიკა ელასი“/საბერძნეთი) – აღმოჩნდა ბორიც

ქსოვილის დამარბილებელი „სემანა“ (სს „ფიკოსოტა“/ბულგარეთი)

თეთრეულის დამარბილებელი „ლენორი“ ( შპს „პროქტერი&გემბელ ნოვომოსკოვსკი“/რუსეთი)

თეთრეულის კონდიციონერი „ვერნელი“ (შპს „ჰენკელ რუსი“/რუსეთი)

ხალიჩების საწმენდი „ვანიში“ ( სს „რეკიტ ბენკიზერი“/რუსეთი) - აღმოჩნდა ბორიც

იატაკის საწმენდი „ჩისტინი“ ( სს „სტუპინსკის ქიმიური ქარხანა“/რუსეთი)

შუშის საწმენდი „ეკო პლანეტი“ (A-08812521/საფრანგეთი)

ჭურჭლის სარეცხი „ბიოლანი“ (შპს „ნეფის კოსმეტიკსი“/რუსეთი)

ჭურჭლის სარეცხი „აოსი“ (სს „ნეფის კოსმეტიკსი“/რუსეთი) – აღმოჩნდა ტყვიაც

ჭურჭლის სარეცხი „ფეირი“ („პროქტერი&გემბელი“/თურქეთი)

ჭურჭლის სარეცხი „ბიომიო“ (შპს „ორგანიკ ფარმასიუტიკალზი“/რუსეთი) – აღმოჩნდა ბორიც

სამზარეულოს საწმენდი „ბიომიო“ (სს „მეზოპლასტი“/რუსეთი) – აღმოჩნდა ბორიც.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, ფორმალდეჰიდი ნივთიერებაა, რომელსაც თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოყოფს და მას ბევრი სამომხმარებლო პროდუქტი შეიცავს. იგი ბუნებრივი კონსერვანტია. ამიტომაც, ყოველთვის არ არის შესაძლებელი სამომხმარებლო ნაწარმში მისი შემცველობის თავიდან აცილება. ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system