თავში

15 სოფლის წყალმომარაგებისთვის 64 მილიონი დაიხარჯება

15 სოფლის წყალმომარაგებისთვის 64 მილიონი დაიხარჯება
15 სოფლის წყალმომარაგებისთვის 64 მილიონი დაიხარჯება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, მიმდინარეობს ტენდერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში  სოფლების: მაწევანის, გოლთეთის, წინწყაროს, დიდი დურნუკის, პატარა დურნუკის, ქოთიშის, ხაიშის, ქოსალარის, ტბისის, ფარცხისის, საღრაშენის, არდისუბანის, ენაგეთის, შავსაყდარისა და ასურეთის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოებზე.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 64 მილიონ ლარზე მეტია.

მიმდინარე ტენდერზე წინადადებების მიღება 24 ნოემბერს დასრულდება. 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით 47 თვეში უნდა დაასრულოს.

შედეგად, 15 სოფელში 8 000-მდე ადამიანს 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system