თავში

150 შემოწმებული ობიექტიდან 61 დაჯარიმდა

150 შემოწმებული ობიექტიდან 61 დაჯარიმდა
150 შემოწმებული ობიექტიდან 61 დაჯარიმდა

გეგმური ინსპექტირება150 ობიექტზე განხორციელდა. სანქცირება გამოყენებული იქნა 61-ზე. სანქცირება ხორციელდება ისეთი ობიექტების მიმართ, სადაც არ ხდება დისტანციის დაცვა, სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება, თერმოსკრინინგი”,- ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ, განაცხადა.

მისი თქმით, შრომის ინსპექციამ 2900-მდე სასტუმრო შეამოწმა, საიდანაც მუშაობის ნებართვა მისცა 1461-ს.

უწყებამ 300-მდე ფიტნეს დარბაზის მონიტორინგი განახორციელა და მუშაობის უფლება გასცა 166-ზე.

ფერაძის ინფორმაციით, შრომის ინსპექციამ შემოწმებული 140 ღია და დახურული ტიპის აუზიდან მუშაობის ნებართვა მიანიჭა 93-ს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system