თავში

18 ბაზარი, 33 რესტორანი და 9 ივენთკომპანია დაჯარიმდა

18 ბაზარი, 33 რესტორანი და 9 ივენთკომპანია დაჯარიმდა
18 ბაზარი, 33 რესტორანი და 9 ივენთკომპანია დაჯარიმდა

დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 150-მდე გეგმური ინსპექტირება განხორციელდა. შემოწმდა 91 რესტორანი და დაჯარიმდა 33 ობიექტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში აცხადებენ.

რაც შეეხება ბაზრობებსა და სხვა ობიექტებს, აქაც მიმდინარეობს მიმდინარეობს გეგმიური მონიტორინგი. 27 ბაზარია შემოწმებული, ხოლო 18 მათგანი დაჯარიმდა.

„შემოწმება ხორციელდება რისკის სიდიდის და ალბათობის მიხედვით. შესაბამისად, ამ ეტაპზე განსაზღვრული იყო, რომ გეგმური ინსპექტირება რისკის შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო კვების ობიექტებზე, ბაზრებზე და ასევე ე.წ. ივენთებზე, არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობაზე. ცხრა ასეთი სუბიექტი დაჯარიმდა. იურიდიული პირისთვის ჯარიმის ოდენობა 10 ათასი ლარით განისაზღვრება, ხოლო ფიზიკური პირისთვის, ჯარიმა 2 000 ლარს შეადგენს“, - აცხადებენ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში.

ამ დროსთვის ქვეყანაში 159 ფიტნეს ცენტრი და 82 აუზი მუშაობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system