თავში

2 დეკემბერს საქართველო-ესტონეთის ქალ მეწარმეთა ფორუმი გაიმართება

2 დეკემბერს საქართველო-ესტონეთის ქალ მეწარმეთა ფორუმი გაიმართება
2 დეკემბერს საქართველო-ესტონეთის ქალ მეწარმეთა ფორუმი გაიმართება

2 დეკემბერს საქართველო-ესტონეთის ქალ მეწარმეთა ფორუმი გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს. ღონისძიებას ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით უმასპინძლებს.

ფორუმი საქართველოში ქალთა მეწარმეების განვითარების პროგრამის ფარგლებში ტარდება. აღნიშნული პროგრამა არის საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის პროექტი, რომელსაც ესტონეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს.

ფორუმის ფარგლებში ესტონელი და ქართველი ქალი მეწარმეები გაუზიარებენ ერთმანეთს საქმიანობის ისტორიებს საქართველოში, ესტონეთსა და სხვა ქვეყნებში ქალების შთაგონებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system