თავში

20 მაისი ფუტკრის მსოფლიო დღეა

20 მაისი ფუტკრის მსოფლიო დღეა
20 მაისი ფუტკრის მსოფლიო დღეა

20 მაისი ფუტკრის მსოფლიო დღეა. როგორც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ოფისში განმარტავენ, ორგანიზაცია უკვე წლებია ეხმარება ქართველ მეფუტკრეებს. ჩვენი მხარდაჭერა ეყრდნობა სხვადასხვა პროგრამას, რომლებიც ხორციელდება ევროკავშირის, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის და ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების დაფინანსებით. მათი განმარტებით, დღეს მეფუტკრეობა არა მხოლოდ გარემოსადმი ყველაზე მეგობრული, არამედ საკმაოდ სარფიანი ბიზნესია. მათივე ცნობით მსოფლიოში ბევრი სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა სწორედ ამ საქმიანობას ირჩევს და წარმატებასაც აღწევს.

ცნობისთვის, კავკასიურ რუხ ფუტკარს აქვს უნიკალური თვისებები: გრძელი ხორთუმი, კლიმატის მიმართ გამძლეობა, თვინიერება და პროპოლისისა და თაფლის დიდი რაოდენობით დამზადების უნარი. სწორედ ამ მახასიათებლების გამო კავკასიურმა რუხმა ფუტკარმა სხვადასხვა წლებში საერთაშორისო გამოფენებზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განმარტებით, ფუტკარი არის მწერი, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებაში. თქვენ იცოდით, რომ დამმტვერავები, მათ შორის, ფუტკრები, ჩიტები და ღამურები, მსოფლიოში მოყვანილი მოსავლის 35 პროცენტის წარმოებაში მონაწილეობენ? ისინი 115 ყველაზე გავრცელებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურას შორის, 87-ის დამტვერვაში მონაწილეობენ. მათივე შეფასებით, ეფუტკრეობას საქართველოში დიდი ტრადიციები გააჩნია. ბოლო დროს, ამ საქმეს სულ უფრო მეტი ქალი ჰკიდებს ხელს. გაეცანით წარმატებულ ქალ მეფუტკრეს, თემის ლიდერს, ქეთევან ბლუიშვილს, რომელიც FAO-ს და ევროკავშირის მხარდაჭერით, საკუთარ მეურნეობას აფართოებს და სხვა მეფუტკრე ქალებს ამ საქმიანობის წამოწყებაში ეხმარება.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system