თავში

2019/2020 წლებში სწავლა 8,247-მა მოსწავლემ მიატოვა

2019/2020 წლებში სწავლა 8,247-მა მოსწავლემ მიატოვა
2019/2020 წლებში სწავლა 8,247-მა მოსწავლემ მიატოვა

2019/2020 სასწავლო წელს სკოლა 8,247-მა მოსწავლემ მიატოვა. ამის შესახებ IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც განათლების სექტორს ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ დაწყებითი და საბაზო განათლება საქართველოში აუცილებელია, იმ მოსწავლეების თითქმის ნახევარი ვინც სწავლა მიატოვა, მეათე კლასის ქვემოთ იყო.

PISA-ს შედეგებით წაკითხულის გააზრების, მათემატიკისა, და მეცნიერებების დაჯამებული ქულის მიხედვით, საქართველო 78 ქვეყნიდან 70-ე ადგილს იკავებს. ხოლო მსოფლიო ბანკის “ადამიანური კაპიტალის ინდექსი“ გვიჩვენებს რომ საქართველოს სკოლის მოსწავლეებში მოსალოდნელი პროდუქტიულობა ყველაზე დაბალია რეგიონის და განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით.

PISA-ს ქულების გათვალისწინებით საქართველოს განათლების სექტორის შედეგები საკმაოდ არადამაკმაყოფილებელია. სექტორის ზოგადი გამოწვევები მოიცავს: საჯარო სკოლებში მასწავლებლების საშუალო ასაკის ზრდას და დაბალ ხელფასებს, რაც მასწავლებლობის როგორც პროფესიის მიმზიდველობას ამცირებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system