თავში

2020-2024 წლებში მთავრობა 16,6 მილიარდის საგარეო ვალს აიღებს

2020-2024 წლებში მთავრობა 16,6 მილიარდის საგარეო ვალს აიღებს
2020-2024 წლებში მთავრობა 16,6 მილიარდის საგარეო ვალს აიღებს

საქართველოს კონსტიტუციით და ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრულია, რომ მთავრობის საგარეო ვალი მშპ-სთან მიმართებაში 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ამ დროის მონაცემებით ეს მაჩვენებელი უკვე 58%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, საგარეო ვალმა 18 მლრდ. ლარს გადააჭარბა, წლის ბოლომდე კი 22 მლრდ-მდე გაიზრდება.

ჯამურად, 2020-2024 წლებში მთავრობა სულ 16,6 მილიარდი ლარის საგარეო ვალის აღებას გეგმავს.

მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებლები საგარეო ვალის მიმართულებით წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

2020 წელი — 7,1 მილიარდი ლარი;

2021 წელი — 3,4 მილიარდი ლარი;

2022 წელი — 2,1 მილიარდი ლარი;

2023 წელი — 2 მილიარდი ლარი;

2024 წელი — 2 მილიარდი ლარი.

2013 წლის შემდეგ საგარეო ვალი თითქმის გაორმაგებულია, ახლა კი თითქმის სამმაგდება, თუმცა, სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო ვალის ოდენობა საგანგაშო არ არის, თუ ის გონივრულად დაიხარჯება. 

ეკონომისტების მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ არცერთ მთავრობას არ უნდა ჰქონდეს უფლება იმაზე ხანგრძლივი ვადით აიღოს სესხი, ვიდრე თვითონ იქნება ხელისუფლებაში. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ მთავრობების უპასუხისმგებლოს აღებული ვალები შვილიშვილებისა და შვილთაშვილების გადასახადი რჩება, რაც მორალურად გაუმართლებელია, კოლოსალურად გაზრდილი საგრეო ვალები ქვეყანას საინვესტიცუიო მიმზიდველობასაც უკარგავს. ფინანსისტები ირწმუნებიან, რომ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მაღალი საგარეო ვალი, საქართველოს პოტენციური ინვესტორებისთვის არამიმზიდველს ხდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system