თავში

2020 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა ექსპორტს 10-ჯერ გადააჭარბა

2020 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა ექსპორტს 10-ჯერ გადააჭარბა
2020 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა ექსპორტს 10-ჯერ გადააჭარბა

სემეკის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა ექსპორტს 10-ჯერ გადააჭარბა.

საანგარიშო წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 1,610 მლნ.კვტ.სთ შეადგინა. აღნიშნული წინა წლის მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლებია, ხოლო 2018 წელთან შედარებით 6.7%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ექსპორტს, 2020 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ იქნა 154 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე – 1.5-ჯერ, ხოლო 2018 წლის შესაბამის მონაცემზე 3.8-ჯერ ნაკლებია.

რაც შეეხება საანგარიშო წელს ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტს ქვეყნების მიხედვით, მოცემულია ნახაზებზე 2.11 და 2.12. ელექტროენერგიის იმპორტის 19% თურქეთიდან, 35% – რუსეთიდან, ხოლო 45% – აზერბაიჯანიდან განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system