თავში

2020 წელს ქალების საშუალო ხელფასი 952 ლარს შეადგენდა, მამაკაცების - 1 407 ლარს

2020 წელს ქალების საშუალო ხელფასი 952 ლარს შეადგენდა, მამაკა
2020 წელს ქალების საშუალო ხელფასი 952 ლარს შეადგენდა, მამაკაცების - 1 407 ლარს

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ქალების საშუალო ყოველთვიური ხელფასი 952.2 ლარით, ხოლო მამაკაცების – 1 407.7 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად ქალებში – 9.6 პროცენტი, კაცებში – 3.4 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, მამაკაცების საშუალო ყოველთვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო ყოველთვიურ ხელფასს.

2020 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 5.4 პროცენტით, ანუ 61.5 ლარით გაიზარდა და 1 191.0 ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს წინა წელთან შედარებით, ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 156.9 ლარი. 2019 წელთან შედარებით, გაიზარდა 6.2 პროცენტით;

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ხელფასი 260.5 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2019 წელთან შედარებით, სახელმწიფო სექტორში ხელფასი 5.2 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 6.1 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად, 1 024.4 და 1 284.9 ლარი შეადგინა.

ამასთან, 2020 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 5.3 პროცენტით გაიზარდა და 1 222.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების, ასევე, საინფორმაციო და კომუნიკაციის დარგებში ფიქსირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system