თავში

2020 წელს ტურისტული შემოსავლების 55%-დან 80%-მდე კლებას ვარაუდობენ

2020 წელს ტურისტული შემოსავლების 55%-დან 80%-მდე კლებას ვარაუდობენ
2020 წელს ტურისტული შემოსავლების 55%-დან 80%-მდე კლებას ვარაუდობენ

„თიბისი კაპიტალის“ კვლევით გასულ წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმისგან $3.3 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო. ორგანიზაციის საბაზო სცენარით, წელს საქართველოში ტურისტული შემოსავლები 65%-ით შემცირდება

კვლევის ავტორების ზარით,  ოპტიმისტური სცენარის (ტურიზმის სწრაფი აღდგენის) შემთხვევაში, ტურიზმში შემოსავლების წლიური კლება, 55% იქნება, ხოლოდ პესიმისტური სცენარით (გვიანი აღდგენა) 80%-იანი კლებაა ნავარაუდები.

„თიბისი კაპიტალის“ ტურზიმის აღდგენის საბაზო სცენარი ასეთია: 

1. ევროკავშირის ძირითად ქვეყნებში შეზღუდვები ეტაპობრივად მაისიდან იხსნება, ხოლო რეგიონის ქვეყნებში – მაის-ივნისიდან;

2. პირველ ეტაპზე – სამანქანო მიმოსვლის, ფრენების ეტაპობრივი აღდგენა ივლისიდან დაიწყება;
3. სავარაუდოდ, ხელმეორედ გავრცელების რისკი კვლავ იარსებებს, რაც მიუხედავად მეტად განვითარებული პრევენციული საშუალებებისა, კრიზისამდელ პერიოდზე სწრაფად დაბრუნებას შეაფერხებს;
4. COVID-19-ის ეფექტი დიდწილად 2021 წლისთვის ამოიწურება, რასაც ასევე ხელს შეუწყობს ვაქცინის შექმნა ან/და ვირუსის ლოკალიზაცია და აღმოფხვრა.

ორგანიზაციას ოპტიმისტური სცენარი ანუ სექტორის სწრაფი აღდგენა ასე წარმოუდგენია:

1. შესაძლებელი იქნება მაღალი ეფექტიანობის ტესტირების სისტემის/სამკურნალო საშუალებების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ივლისიდან სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობების საბაზო სცენართან შედარებით სწრაფ აღდგენას;
2. ასევე შესაძლოა, რომ ზაფხულის პერიოდმა ვირუსის განეიტრალებაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს.

რაც შეეხება სპეციალისტბის პესიმისტურ სცენარს, ტურიზმის გვიანი აღდგენა, მათ ასე წარმოუდგენიათ:

1. ვირუსის შეკავება რთულდება, შემზღუდველი ღონისძიებების უფრო დიდხანს ნარჩუნდება.
2. გავრცელების მეორე ტალღა კიდევ უფრო ახანგრძლივებს ტურიზმის აღდგენის პროცესს.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურება ტურისტულ ბიზნეს და სამომხმარებლო განწყობებს დამატებით გააუარესებს და ვიზიტორების ხარჯვის კლება ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებზე ნეგატიურად აისახება.

ცნობისთვის, საქართველოს ტურისტული შემოდინებების ფარდობა მშპ-სთან (2019წ. 18.5%*) მნიშვნელოვნად აღემატება რეგიონისას.

შემოდინებების დაახლოებით 40-50% იმპორტს ხმარდება, რაც, მკვლავარების შეფასებით, სავალუტო დანაკლისს შედარებით ამცირებს.

ცნობისთვის, 2019წ. განთავსების ხარჯები (2მლრდ. ლარი) ტურისტული შემოდინებების მხოლოდ 24%-ს წარმოადგენდა. 2.3მლრდ ლარი საკვებზე, 1.8მლრდ ლარი შოპინგზე, 1.5მლრდ ლარი კულტურულ და გასართობ ღონისძიებებზე დაიხარჯა.

"თიბისი კაპიტალის" შეფასებით, ქვეყანაში განთავსების საშუალებებზე ხარჯვის 90%, გასართობ და კულტურულ ღონისძიებებზე ხარჯვის 40%, საკვებსა და სასმელზე ხარჯვის 20%, ადგილობრივ ტრანსპორტზე ხარჯვის 15%,შოპინგზე ხარჯვის 15%არარეზიდენტების ხარჯვაზე მოდის.

კვლევის მიხედვით, წლის მანძილზე სასტუმროებში ღამეების დაახლოებით 80%-ით შემცირებაა მოსალოდნელი, რაც უცხოელი ვიზიტორების ღამეების ვარდნას და ადგილობრივი ვიზიტორების შედარებით ნაკლებ შემცირებას გულისხმობს. მკვლევარების განმარტებით, გამყვანი ტურიზმის ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას მცირე პოზიტიური ეფექტი ექნება.

"თიბისი კაპიტალის" პროგნოზით, არსებული საწოლ-ფონდის სრულად შენარჩუნების პირობებში სასტუმროების საშუალო ფასი (ADR) დაახლოებით 25%-ით, საშუალო დატვირთულობა 80%-ით, ხოლო ოთახის საშალო შემოსავალი (RevPAR) 85%-ით მოიკლებს. 

"ამ პირობებში, მოთხოვნის მნიშვნელოვნად დაბრუნებამდე, სასტუმროების ნაწილის ბაზრიდან დროებით გასვლაა სავარაუდო, რაც დარჩენილი სასტუმროებისთვის საოპერაციო მაჩვენებლებს გაზრდის. ტურიზმის შოკების გამოცდილება უჩვენებს რომ შედარებით მოწყვლად სეგმენტს მაღალი კლასის სასტუმროები განეკუთვნება. სეზონურობის გათვალისწინებით, 2020წ.ზამთრის კურორტების სასტუმროები შედარებით მდგრადობას შეინარჩუნებს. დატვირთულობა დაახლოებით 2019 წლის დონეს 2022 წელს დაუბრუნდება, ხოლო ფასი ამ დროისთვის 2019 წელთან შედარებით სავარაუდოდ დაახლოებით, 0-5%-ით ნაკლები იქნება," -ვკითხულობთ კვლევაში. 

შეგახსენებთ, სახელმწიფოს ტურიზმის ამოქმედების გეგმის ფარგლებში, სექტორში უქმდება 2020წ. ქონების გადასახადი, ინდუსტრია თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან და უსუბსიდირდებათ საბანკო სესხები და გადაუვადდათ საბანკო ვალდებულებები. შეღავათები მცირე სასტუმროებს ეხება, მსხვილი სასტუმროებისთვის მხარდაჭერის გეგმა დამატებით მუშავდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system