თავში

2020 წლის ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 8.7%-ზეა პროგნოზირებული

2020 წლის ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 8.7%-ზეა პროგნოზირებული
2020 წლის ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 8.7%-ზეა პროგნოზირებული

გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულების შემდგომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში საქართველოს 2020 და 2021 წლების საბიუჯეტო პოლიტიკა მართებულობაა შეფასებული.

სსფ-ის განმარტებით, ბიუჯეტის თანაბარზომიერმა შესრულებამ, ხელი შეუწყო სახელმწიფო ინვესტიციების და დღგ-ს დაბრუნების დაჩქარებას. დოკუმენტში 2020 წელს ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 8.7 პროცენტზეა პროგნოზირებული. 

„2021 წლის ბიუჯეტი მართებულად აგრძელებს ეკონომიკური აქტივობის სათანადო მხარდაჭერას და ამასთან, ფისკალური კონსოლიდაციის საფუძველს ქმნის,“ - აღნიშნულია პრესრელიზში.

სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების განზრახვას, შეინარჩუნოს ფისკალური მდგრადობა საშუალოვადიან პერიოდში.

სსფ-ის მისია აღნიშნავს, რომ პანდემიის მიერ მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად, კვლავაც მნიშვნელოვანია სტრუქტურული რეფორმების განხორციელება. აღსანიშნავია, რომ საქართველომ შეინარჩუნა რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი და წელსაც განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც მომავალი წლიდან ეკონომიკის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მიესალმება მთავრობის მიერ დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებს, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრირებისა და ფისკალური რისკების მონიტორინგის გაუმჯობესების შემდგომ ნაბიჯებს. განსაკუთრებით, აღნიშნავს სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მნიშვნელობას, რომლის განხორციელებაც საჯარო სექტორისთვის შექმნის უფრო ეფექტურ პირობებს და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას," - წერს ფონდის მისია.

საქართველოს ფინანასთა მინისტრი მადლობას უხდის პარტნიორს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, თანამშრომლობისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის უწევს ქვეყანას როგორც პანდემიის შედეგების შემსუბუქების, ისე სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ ვირტუალურ ფორმატში მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით იმუშავა მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით. გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის სსფ-ის აღმასრულებელ საბჭოზე დამტკიცების შემდეგ, საქართველო დამატებით მიიღებს, დაახლოებით, 112.1 მლნ აშშ დოლარს ფინანსური მხარდაჭერის სახით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system