თავში

2021 წელს მსოფლიო ეკონომიკის 5.2%-იანი ზრდაა პროგნოზირებული

2021 წელს მსოფლიო ეკონომიკის 5.2%-იანი ზრდაა პროგნოზირებული
2021 წელს მსოფლიო ეკონომიკის 5.2%-იანი ზრდაა პროგნოზირებული

2020 წელი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა გლობალური ეკონომიკისთვის. COVID-19 პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე შეფერხდა ეკონომიკური და ბიზნეს საქმიანობა, გაუარესდა შიდა მოთხოვნა, დაირღვა მიწოდების ჯაჭვები და წარმოების პროცესი, რამაც ღრმა რეცესიამდე მიიყვანა როგორც განვითარებული, ასევე მზარდი და განვითარებადი ქვეყნები.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ნოემბრის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

დოკუმენტში ვრცელი თავი აქვს დათმობილი მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვას, რომლის მიხედვით დასაქმებული პერსონალი დიდწილად გადავიდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, თუმცა, მეორე კვარტალის შემდეგ, შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნასთან ერთად, ეკონომიკური აქტივობის მცირედი გაუმჯობესება შეიმჩნეოდა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ოქტომბრის პროგნოზის მიხედვით გლობალური ეკონომიკური ზრდა 2020 წელს -4.4% იქნება, რაც წინა პროგნოზისგან განსხვავებით 0.5 პროცენტული პუნქტით (პპ) გაუმჯობესებული მაჩვენებელია. 

ხოლო ვირუსის ტემპების შენელების შემდეგ, ეკონომიკური აქტივობა უნდა დასტაბილურდეს და 2021 წელს 5.2%-იანი ზრდაა პროგნოზირებული. 

რაც შეეხება, მზარდ და განვითარებად ქვეყნებს, მათი რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წელს -3.3%, ხოლო 2021-ში 6.0%-ია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system